Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილმა ქვეყნის "მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით ნაკარნახევი" არჩევანი გააკეთა


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. კვირიკაშვილმა, რომელმაც ხმა საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ უბანზე მისცა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხმა მისცა კანდიდატს და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევია პასუხისმგებლობის გრძნობით საქართველოს მომავლის წინაშე. „ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩემი აზრით და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი, რომელსაც მოსახლეობა გააკეთებს,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილი. შეკითხვას, პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უპასიხა, რომ არ აპირებს, რადგან ძალიან საინტერესო საქმე აქვს.

XS
SM
MD
LG