Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან პოლიცია გამოიძახეს


საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელბი სოფელ ცოდნისკარის საარჩევნო უბანთან
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელბი სოფელ ცოდნისკარის საარჩევნო უბანთან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში მე-8 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია-ს და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, მაია ბარნაბიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნის გარეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წამომადგენელმა ნიკა ნოზაძემ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალები გაანადგურა. „მოვიდნენ, სურათები გადაგვიღეს და გვითხრეს, კანონს არღვევთო და ამიტომ ჩამოხიეს ბანერი, რომელზეც 48 ეწერა. შემდეგ წაიღო და თავის მანქანაში ჩადო. ასე მითხრა ნიკა ნოზაძე ვარო“ - განაცხადა მაია ბარნაბიშვილმა. თავის მხრივ, ნიკა ნოზაძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნის შესასვლელთან ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალის განთავსება ამომრჩეველზე ზეწოლაა. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების გამო, საპატრულო პოლიციაც გამოიძახე. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.

XS
SM
MD
LG