Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ დაადასტურა "ევროპული საქართველოს" ინფორმაცია

ანა მიქელაძე
ანა მიქელაძე

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაადასტურეს, რომ საბერძნეთის ქალაქ სალონიკის საარჩევნო უბანზე არ იყო გამოკრული ინფორმაცია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის შესახებ. „თუმცა, უმოკლეს ვადებში მოხდა პრობლემის აღმოფხვრა. ხელახლა გამოიკრა ინფორმაცია კანდიდატების შესახებ, სადაც დავით ბაქრაძე იყო მითითებული“ - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის, გიგი უგულავას ინფორმაციით, სალონიკის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან გონგაძემ გამოაცხადა, რომ დავით ბაქრაძე კენჭს აღარ იყრის და მისი გვარი გადახაზა უბანზე გამოკრულ სადემონსტრაციო ოქმში.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG