Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა ნაწილმა ხმა კარალეთში მისცა


კარალეთის საარჩევნო უბანი
კარალეთის საარჩევნო უბანი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ, ხმას მეასე საარჩევნო უბანზე აძლევენ. 1239 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 15 საათისთვის ხმა მისცა 500 ზე მეტმა. დევნილები აცხადებენ, რომ მათ საკუთარ სახლებში დაბრუნება, მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურთ. ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული ნაზი ბერუაშვილი ამბობს, რომ დაიღალა ქვეყანაში არსებული ქაოსით და პირველ რიგში, მშვიდობას და სტაბილურობას ისურვებდა. „ისეთი პრეზიდენტი უნდა მოვიდეს, რომლის მთავარი მიზანი იქნება დევნილების სახლებში დაბრუნება და საერთო სიტუაციის გამოსწორება. დავიღალეთ ამდენი ორომტრიალით. ჯერ ჩვენ შიგნით უნდა შევრიგდეთ ქართველები და მერე ვიფიქროთ ოსებთან და აფხაზებთან შერიგებაზე“ - განაცხადა ნაზი ბერუაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG