Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: მეორე ტური გარდაუვალია


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატის, „შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, ძალიან მძაფრი კონკურენცია და ბრძოლაა პირველი და მეორე ადგილისთვისაც. უსუფაშვილის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალი იქნება, თუმცა, ჯერ არ არის ცხადი ვისი მონაწილეობით. „შენების მოძრაობის“ ლიდერმა ამომრჩევლებს მიმართა მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და თავისი პოზიცია გამოხატონ. „თქვენი ხმით შესაძლოა გავლენა მოახდინოთ არჩევნების შედეგზე. ყველა ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს განაპირობებს არა მხოლოდ ამ არჩევნების შედეგს, არამედ იმასაც, რა დინამიკით წარიმართება ორშაბათიდან საქართველოში პოლიტიკური პროცესი - ჩვენ წავალთ გამოსავლის ძიებისკენ თუ უფრო ღრმად ჩავეფლობით ჭაობში, გავაგრძელებთ სვლას მეტი კონფრონტაციისკენ თუ დავიწყებთ პრობლემების მოგვარებას“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას, დავით უსუფაშვილის თქმით, ქვეყანამ ვერ მოიშორა მუდმივი ჭირი, როცა თანამდებობის პირები, საჯარო სამსახურის ხელმძღვანელები არიან ჩართული სარჩევნო პროცესში და აქტიურად იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს. „დღემდე თუ მილიონები დაიხარჯა ბილბორდებში, დღეს უკვე 10 და 15 ლარად დაქუცმაცებულია ეს ფული. მე იმედი მაქვს ჩვენი ამომრჩევლის, რომ კაბინაში თავის გონების და გულის კარნახით გააკეთებს გადამწყვეტ არჩევანს" - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ „სამწუხაროდ, ამ მძაფრ ბრძოლას ყველა პატიოსანი გზით არ ეწევა".

XS
SM
MD
LG