Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დილის 6 საათისთვის ცესკომ საარჩევნო უბნების 86%-ის შედეგები შეაჯამა


საარჩევნო უბნების 86,4%-ის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს აქვს ხმების 38,64% და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხადაჭერილ გრიგოლ ვაშაძეს 37,65%. ამავე მონაცემებით, "ევროპული საქართველოს" კანდიდატს, დავით ბაქრაძეს ხმა მისცა 11,05%-მა, ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს, შალვა ნათელაშვილს 3,75%-მა, "გირჩის" კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს 2,27%-მა, "შენების მოძრაობის" ლიდერს, დავით უსუფაშვილს 2,24%-მა, "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატს, კახა კუკავას 1,34%-მა. დანარჩენ კანდიდატებს ხმების 1%-ზე ნაკლები აქვთ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 25 კანდიდატი მონაწილეობდა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლებმა - 46,74%-მა.

XS
SM
MD
LG