Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: არავითარი ეიფორია, არავითარი წინასწარი ზეიმი


გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა გრიგოლ ვაშაძემ 28 ოქტომბრის არჩევნებს უწოდა ღირსების არჩევნები და საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.

„მიუხედავად ტონობით ფულისა, რომელიც დახარჯა ე.წ. ხელისუფლებამ, მიუხედავად გაყალბებისა, მცდელობებისა, რომ თავისი კანდიდატისთვის დაეწერათ გამარჯვება, ეს არ გამოუვიდათ. მე მაქვს თხოვნა, არავითარი ეიფორია, არავითარი ზეიმი, ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა. ეს უკვე გარდაუვალია“ - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ. მან „მაღალი სტანდარტისთვის“ მადლობა გადაუხადა „ევროპულ საქართველოს“ და მის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს, რომელმაც არჩევნების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მეორე ტურში მხარს ვაშაძეს დაუჭერენ. გრიგოლ ვაშაძემ მადლობა გადაუხადა „რესპუბლიკურ პარტიასაც,“ რომლის წევრებსაც, მისი ინფორმაციით, უკვე შეხვდა. „ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ დანარჩენი პარტიებიც ამას გააკეთებენ და ეს იქნება ყველა მინუს ერთი” - განაცხადა ვაშაძემ.

XS
SM
MD
LG