28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომლებიც ყველა - 3705 უბნიდან მიღებულ მონაცემებს ეფუძნება დამოუკიდებელ კანდიდატს, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 38,64%-მა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხადაჭერილ გრიგოლ ვაშაძეს 37,74%. პრეზიდენტად არჩევისთვის საჭირო იყო კენჭისყრაში მონაწილეთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერა, ამიტომ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში, რომელიც 2 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს.
ცესკოს წინასწარი შედეგებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში "ევროპული საქართველოს" კანდიდატს, დავით ბაქრაძეს ხმა მისცა 10,97%-მა, ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს, შალვა ნათელაშვილს 3,74%-მა, "გირჩის" კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს 2,26%-მა, "შენების მოძრაობის" ლიდერს, დავით უსუფაშვილს 2,26%-მა, "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატს, კახა კუკავას 1,33%-მა. დანარჩენ კანდიდატებს ხმების 1%-ზე ნაკლები აქვთ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა 25 კანდიდატი. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლებმა - 46,74%-მა.