პენტაგონმა დაადასტურა, რომ მექსიკის საზღვართან 5200 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას აპირებს. ამის მიზეზი გახდა სალვადორიდან და ჰონდურასიდან დაძრული მიგრანტების ნაკადი,რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიემართება, იუწყება ბი-ბი-სი.
„მიმდინარე კვირის ბოლოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე 5200 სამხედროს განვათავსებთ. ეს ოპერაციის მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის ცვლილებას“-განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურმა ტერენს ო შონესიმ.
გენერლის თანახმად, ოპერაციის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები გაემგზავრებიან ტეხასში, არიზონასა და კალიფორნიაში. საზღვრისპირა რაიონებში უკვე განთავსებულია 2 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე.