Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში მოკლული 8 წლის გოგონა დღეს დაკრძალეს - მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა


8 წლის გოგონას დაკრძალვა გორში
8 წლის გოგონას დაკრძალვა გორში

გორში მოკლული 8 წლის გოგონას დაკრძალვაზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ, მკვლელობის საქმის დამატებით დეტალებზე ისაუბრა, მისი თქმით, ბრალდებას დაემატა კიდევ კიდევ ერთი მუხლი, სისხლის სამართლის კოდექსის 141 მუხლი, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. მისი თქმით, გამოძიება ასევე გრძელდება 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის მოზარდის საქმეზეც.

25 ოქტომბერს გორში გაუჩინარებული 8 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე რომელიც გორის რაიონულმა სასამართლომ 2004 წელს გაასამართლა 11 წლის ბიჭის გატაცებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით. 11 წლის ბიჭი დღემდე გაუჩინარებულია. ბრალდებული მაშინ სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში, თუმცა დამნაშავედ მიიჩნია გამოძალვის ნაწილში.

XS
SM
MD
LG