Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთში არაკონსტიტუციურად ცნეს სადავო შეთანხმება ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ


2018 წლის 9 ოქტომბერი: საპროტესტო აქცია ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში
2018 წლის 9 ოქტომბერი: საპროტესტო აქცია ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში

ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი მეზობელ ჩეჩნეთთან საზღვარზე შეთანხმების შესახებ. 30 ოქტომბერს მიღებული ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ზრდის გაურკვევლობას ჩრდილოეთ კავკასიის ორ რესპუბლიკას შორის მიწების გაცვლაზე შეთანხმების გარშემო. ამ გარიგებას მწვავე საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ინგუშეთში. როგორც ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლო თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტავს, კანონი არაკონსტიტუციურია, რადგან „ცვლის ინგუშეთის რესპუბლიკის ტერიტორიას“, ხოლო ასეთი ცვლილება დაუშვებელია რეფერენდუმის გარეშე. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის შესახებ შეთანხმება 26 სექტემბერს, დახურულ კარს მიღმა გააფორმეს ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ლიდერებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ იევკუროვმა.

XS
SM
MD
LG