საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა უარყო, რომ სამსახურის თანამშრომლები არჩევნების პროცესში ერევიან. „ბევრი ბრალდება გაისმის, თუმცა დასაბუთება უნდა ყველა ბრალდებას. თუკი იქნება კონკრეტული ფაქტები, ჩვენ - ჩვენ არა, სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლების ქმედებებით ყოველთვის დაინტერესებულები ვართ“ - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ლილუაშვილმა. „რუსთავი 2“-ის შეკითხვას - „მიდის ანგარიშსწორება?“ ლილუაშვილმა უპასუხა: „არა რა თქმა უნდა, რა სისულელეა. კონკრეტული ფაქტები თუ იქნება, რა თქმა უნდა დავინტერესდებით, მაგრამ მოარული ჭორების დონეზე ნამდვილად ვერ გეტყვით.“
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1