Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის მთავრობის თანახმად, ის ხელს არ მოაწერს გაეროს ხელშეკრულებას მიგრაციის შესახებ


ავსტრიის თავისუფლების პარტიის თავმჯდომარე, ვიცე-კანცლერი ჰაინც-ქრისტიან შტრახე
ავსტრიის თავისუფლების პარტიის თავმჯდომარე, ვიცე-კანცლერი ჰაინც-ქრისტიან შტრახე

ავსტრიის მემარჯვენე ორიენტაციის მთავრობამ განაცხადა, რომ ხელს არ მოაწერს გაეროს ხელშეკრულებას მიგრაციის შესახებ, რომლის ხელმოწერა დეკემბრისთვის არის დაგეგმილი. მანამდე დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადეს აშშ-მა, უნგრეთმა და ავსტრალიამ. ხელშეკრულება სხვა პუნქტებთან ერთად შეიცავს დებულებას, რომლის მიხედვით, ოჯახის წევრებს უფლება მიეცემათ შეუერთდნენ მიგრანტებს უცხოეთში. „ჩვენ ვწყვეტთ, ვინ ჩამოდის ავსტრიაში და არავინ სხვა,“ განაცხადა პრესკონფერენციაზე მემარჯვენე რადიკალური თავისუფლების პარტიის წარმომადგენელმა, ვიცე-კანლერმა ჰაინც-ქრისტიან შტრახემ. ავსტრიის მთავრობის თანახმად, მისი დელეგაცია არ დაესწრება 10-11 დეკემბერს მონაკოში დაგეგმილ გაეროს კონფერენციას, რომელზეც უნდა მოეწეროს ხელი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულებას. დოკუმენტში, რომელსაც არა აქვს სავალდებულო ხასიათი, შეიცავს 23 ამოცანას კანონიერი მიგრაციის გასაადვილებლად და მიგრანტების ნაკადის უკეთესად მართვისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG