Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ზვიადაური: ბრძოლას პანკისის ხეობიდან ვიწყებ


მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი ზურაბ ზვიადაური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ბრძოლას ის პანკისის ხეობიდან დაიწყებს:

„მოხდა ისე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ განიცადა, ასე ვთქვათ, მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა მათმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა. ვარ ახმეტაში, მე ზურაბ ზვიადაური, ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან, მოჭიდავეებთად ერთად, შევეცდები, რომ ყველას მივაწვდინო ხმა, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს. გუშინ ჩამოვედი ახმეტაში და მეორე ტურამდე დარჩენილ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, მოძალადეების წინააღმდეგ მისცეს ხალხმა ხმა. ეს ომია. არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ უკან დაბრუნება. არ შეიძლება საქართველოში დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი“, - ამბობს ზურაბ ზვიადაური რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

ზურაბ ზვიადაური დარწმუნებულია, რომ ახმეტის რაიონში სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებული იქნება.

XS
SM
MD
LG