რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, რომ მომავალ კვირაში უმასპინძლებს ავღანეთის ხელისუფლებისა და თალიბანის წარმომადგენლებს, რომლებაც თანხმობა განაცხადეს გამართონ საერთაშორისო მოლაპარაკებები ავღანეთის სამშვიდობო მოწესრიგების თაობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 3 ნოემბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკება გაიმართება 9 ნოემბერს. ავღანეთის მთავრობის დელეგაციასთან შესახვედრად რუსეთში პირველად ჩავლენ ყატარში მდებარე თალიბანის პოლიტიკური ოფისის წარმომადგენლები. განცხადების თანახმად მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან აშშ-ის, ინდოეთის, ირანის, ჩინეთის, პაკისტანისა და ცენტრალური აზიის ხუთივე რესპუბლიკის წარმომადგენლები. მაგრამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რომელმა ქვეყნებმა გამოთქვეს თანხმობა რუსეთში ჩასვლაზე.
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი