Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებულებს ამნისტიას ჰპირდება


გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ამნისტიის გამოცხადებას ჰპირდება. მისი თქმით, ამნისტია იმ მსჯავრდებულებს შეეხებათ, რომლებიც მსუბუქი ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და მოხმარებისთვის იხდიან სასჯელს. ამის შესახებ მან 4 ნოემბერს ქუთაისში, ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა: „კონსტიტუციაში შევიტანთ შესწორებას, რომ საქართველო არასდროს გახდეს ნარკოპლანტაცია და საქართველოს ხელისუფლება არასოდეს გახდეს "ნარკობარიგა". არასოდეს საქართველოს ახალგაზრდობამ თავისი უბედურებით არ გაამდიდროს ვიღაც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ "რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო უამრავი ახალგაზრდა მათ შორის ხელოვანები, ნიჭიერი ადამიანები, დღემდე იხდიან სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის. ჩვენი პარტნიორების, „რესპუბლიკური“ პარტიის ინიციატივით, რომელსაც ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ, პირველივე დღეს, როგორც კი გავიმარჯვებთ, გამოვაცხადებთ ამნისტიას შეძენა-შენახვასა და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებაზე ვინც დღეს კიდევ ციხეშია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე.

XS
SM
MD
LG