Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს ევროპარლამენტის არჩევნების წინ


საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ეროვნული ფრონტი“ , რომელსაც მარინ ლე პენი ხელმძღვანელობს, პირველად გაუსწრო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის „წინ, რესპუბლიკას“ სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, რომელიც 2019 წლის ევროპარლამენტის კენჭისყრის წინ პარტიათა რეიტინგის დასადგენად ჩატარდა. როიტერსის თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში მაკრონს მხარს დაუჭერს ამომრჩეველთა 19%-ი, ულტრამემარჯვენე „სახალხო ფრონტს“ 21%-ი, რაც 4 %-ით მეტია, ვიდრე აგვისტოში იყო. გამოკითხვა ათასობით ფრანგს შორის 30-31 ოქტომბერს ჩატარდა. კიდევ ერთი კვლევითი ორგანიზაციის, YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც წინა კვირას გამოქვეყნდა, მაკრონის პოპულარობა 2017 წლის შედეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა: პრეზიდენტის მუშაობით კმაყოფილია გამოკითხულთა მხოლოდ 21% -ი. ემანუელ მაკრონის რეპუტაცია შეირყა ორი მინისტრის ხმაურიანი გადაყენებისა და მის დაცვის წევრთან დაკავშირებული სკანდალის გამო. ფრანგების საერთო უკმაყოფილებას აძლიერებს ასევე უმუშევრობის მაღალი დონე, მაღალი გადასახადები და ფასების ზრდა საწვავზე.

XS
SM
MD
LG