Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი ყურადღებას დაჰპირდა გაბრაზებულ "ძველ გვარდიასაც"


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა „ქართული ოცნების ძველ გვარდიას,“ ანუ მათ, ვინც ივანიშვილის თქმით, შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის ისტორიულ დღეებში.

„საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ” - განაცხადა ივანიშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა „ქართული ოცნების“ ფეისბუქ გვერდზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG