Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 13 ავღანელი სამხედრო ემსხვერპლა თალიბანის თავდასხმას


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 13 წევრი ემსხვერპლა ქაბულიდან სამხრეთდასავლეთით, 150-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე ღაზნის პროვინციაში მომხდარ შეტაკებას. ღაზნის პროვინციის მთავრობის პრესმდივანმა, მოჰამად არიფ ნურიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეტაკება 5 ნოემბერს, დილით ადრე მოხდა, როცა თალიბანის მებრძოლები ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს. ნურის თქმით, დაღუპულია ექვსი ავღანელი პოლიციელი და შვიდი ჯარისკაცი, დაჭრილია კიდევ ოთხი პოლიციელი. ამავე წყაროს ცნობით, სამსაათიანი ბრძოლისას მოკლეს თალიბანის ექვსი მებრძოლი და დაჭრეს 10. თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას თალიბანი კისრულობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG