Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში ზაზა სარალიძის პროცესი დაიწყო


რუსთავის საქალაქო სასამართლო განიხილავს ზაზა სარალიძისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითს. პროცესის დაწყებამდე ზაზა სარალიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არ იცის რისთვის დაიბარეს სასამართლოში და რაში სდებენ ბრალს. პროკურატურის განცხადებით, ზაზა სარალიძეს ბრალი ედება სისიხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პრიმა მუხლის პირველი ნაწილით: პოლიციელზე თავდასხმა, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე, თუმცა პროკურატურის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული კომენტარის მიხედვით, ბრალდების მხარე აღკვეთის სახით გირაოს შეფარდებას დასჯერდება.

XS
SM
MD
LG