Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკმა დაბლოკა 115 ექაუნთი აშშ-ის ხელისუფლებისაგან გაფრთხილების საფუძველზე


ფეისბუკი აცხადებს, რომ დაბლოკა 115 ექაუნთი მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის ხელისუფლებამ გააფრთხილა, სავარაუდოდ, უცხო ქვეყანასთან დაკავშირებული საეჭვო აქტივობების შესახებ. კომპანიის ნაბიჯი, რომლის შესახებაც 5 ნოემბრის საღამოს გახდა ცნობილი, რამდენიმე საათში მოჰყვა აშშ-ის სამართალდამცავი უწყებების გაფრთხილებას ამერიკელი ამომრჩევლებისადმი, რომ 6 ნოემბერს კონგრესის შუალედური არჩევნების დროს სოციალურ მედიაში შესაძლოა, ყალბი ცნობების გავრცელება სცადონ რუსეთმა, ირანმა და სხვა ქვეყნებმა. გასულ კვირაში გამოქვეყნებული კვლევით, სოციალურ მედიაში დეზინფორმაცია აშშ-ის შუალედური არჩევნების წინა დღეებში უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, ვიდრე 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში.

XS
SM
MD
LG