Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგეს


აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით, წარმომადგენელთა პალატას დემოკრატიული პარტია გააკონტროლებს. რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მას შემდეგ დაკარგეს, რაც დემოკრატმა კანდიდატებმა არჩევნები მოიგეს სულ მცირე 26 ოლქში. მათ შორის, სენსაციად მიიჩნევა კენდრა ჰორნის გამარჯვება ოკლაჰომაში, სადაც დემოკრატებს ბოლო 40 წელია არ გაუმარჯვიათ. კონგრესის ქვედა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად დემოკრატებს მანდატების რაოდენობა მინიმუმ 23-ით უნდა გაეზარდათ.

6 ნოემბრის შუალედური კენჭისყრით ამერიკელები ირჩევდნენ წარმომადგენელთა პალატის 435-ივე და სენატის 100-დან 35 წევრს. წინასწარი შედეგებით, სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა შეინარჩუნეს. შუალედურ არჩევნებამდე კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს დემოკრატებზე 23 მანდატით მეტი ჰქონდათ, ზედა პალატაში - სენატში კი მხოლოდ ერთით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG