Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: გრიგოლ ვაშაძე არეულობის დაწყებას გვპირდება


კახა კალაძე
კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა გერმანულ სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველესთან“ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს გამო. კალაძის შეფასებით, ამ ინტერვიუთი ვაშაძემ დაასრულა „ნაციონალური მოძრაობის ერთკვირიანი მასკარადი ვითომდა, მათ კონსტრუქციულ გეგმებზე.“

„მან პრაქტიკულად, ჩვენება მისცა დოიჩე ველეს და კვლავ ღიად დააანონსა ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორებისა და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, „გვაქვს არაორდინალური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი არა ქვეყნის განვითარებას და კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას, არამედ ასი ათასი კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობის დაწყებას გვპირდება.“

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის შეფასებით, ყველასთვის ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა, რაც ვაშაძემ ინტერვიუში კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს შვიდი ნოემბრის ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ქართველ ხალხთან ერთად არის და იქნება იმის გარანტი, რომ აღარასდროს განხორციელდება ნაციონალური მოძრაობის რევანშისტული, რევოლუციური ზრახვები. არავის მივცემთ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას“ - განაცხადა კალაძემ.

XS
SM
MD
LG