Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: სალომე ზურაბიშვილს ინტენსიური კამპანია აქვს


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს აქვს წინასაარჩევნო შეხვედრების საკმაოდ ინტენსიური გრაფიკი. პრემიერ-მინისტრს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ აღარ მართავს სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო შეხვედრებს. „თუ ბუნებრივია, მისი კამპანიის გაშუქება მოხდება ობიექტურად, ყველა დაინახავს, თუ რამდენად ინტენსიურია ეს კამპანია“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მარიამ ჯაშმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ელოდებიან მეორე ტურის თარიღის ოფიციალურად გამოცხადებას, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი "აქტიურ, ძალიან ეფექტურ კამპანიას დაიწყებს." ჯაშის ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში უკვე დაწყებულია სამუშაო შეხვედრები რეგიონებში, რათა სათქმელი მიიტანონ ხალხამდე, იმ გზავნილის საპასუხოდ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში მიიღო.

XS
SM
MD
LG