Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრეი ილარიონოვი: საქართველო მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან გამქრალია


რა ბერკეტები აქვს საქართველოს, იმისათვის, რომ შეაჩეროს რუსული ოკუპაცია, - რადიო თავისუფლების ამ შეკითხვაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ყოფილმა მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ამჟამად ვაშინგტონში კატონის ინსტიტუტის გლობალურ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრის ექსპერტმა ანდრეი ილარიონოვმა უპასუხა, რომ ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც ყველა პრობლემა მოგვარდება არ არსებობს, მაგრამ პრობლემა საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაშიცაა.

„საქართველო არ არსებობს, პირდაპირ და გულწრფელად გეუბნებით, საქართველო არ არსებობს, მასზე არავინ არ ლაპარაკობს ,არავინ წერს. მსოფლიოში არ არსებობს ქართველი სპიკერი, ან ადამიანი, რომელიც საქართველოს სახელით საქართველოზე ილაპარაკებდა. ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან გამქრალია. არავინ საუბრობს ოკუპაციაზე. ვინ უნდა ილაპარაკოს ამაზე?

ამაზე უნდა ილაპარაკოს საქართველოს ხელისულებამ. რა ხდებოდა 2003-2004 წლებში? მაშინ საქართველოს მსოფლიო არენაზე უძლიერესი სპიკერები ჰყავდა და მსოფლიომ იცოდა რა ხდებოდა საქართველოში. იცოდნენ ევროპაში, ამერიკაში, რუსეთში, ყველგან. მსოფლიოს მხრიდან ამ თემებზე ყურადღების გამახვილება და ამაზე საუბარი საქართველოსთვის დამატებით დაცვის როლს თამაშობდა, ეს 100%-იანი დაცვის გარანტია არ იყო, მაგრამ დაცვის ელემენტი ჰქონდა“

XS
SM
MD
LG