Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელბურნში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო „ისლამურმა სახელმწიფომ“


ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა მელბურნში მომხდარ თავდახმაზე. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, ჯერ ავტომობილით შევარდა სავაჭრო ცენტრში, შემდეგ კი გამვლელებს დანით დაესხა თავს. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაიჭრა. თავად თავდამსხმელი პოლიციელებმა მოკლეს. მათი ცნობით, იგი წარმოშობით სომალელია.

XS
SM
MD
LG