Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, რეაქცია გამოხატონ მისი შვილების და პირადად მის მიმართ სიცოცხლის ხელყოფის მუქარაზე.

„მივმართავ საზოგადოებას და კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ვალდებულებაა სახელმწიფო უწყებებთან ერთად დაიცვან წინასაარჩევნო სიმშვიდე და წონასწორობა. გახსენებთ, რომ ჩემი პირველი მიმართვა გაკეთებული ამ წლის 11 ოქტომბერს, დარჩა რეაგირების გარეშე იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას და გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად, შესაძლო მოვლენების განვითარებაზე ჩემს და ჩემს ოჯახის მიმართ, თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, პასუხისმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან გაინაწილებენ, თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოყვა“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი მიმართვამდე, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში მისმა შვილებმა პირადად მან მიიღეს ხმოვანი სატელეფონო შეტყობინებები სიცოცხლის მოსპობის მუქარით. სალომე ზურაბიშვილმა რეაგირებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

XS
SM
MD
LG