Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს რეგიონებზე ტოტალურ კონტროლში


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებს დაავალა ტოტალური კონტროლი და პასუხისმგებლობის აღება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი გრიგოლ ვაშაძის შტაბის უფროსის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით, „აჭარაზე მიმაგრებულია“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, ხოლო სამეგრელოში, მას შემდეგ რაც „სიტუაციის შემოტრიალება“ ვერ შეძლო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შტაბი აქვს გახსნილი პირადად მინისტრს, გიორგი გახარიას.

„იმერეთში ბატონი ლილუაშვილი, რომელიც არის სუს-ის უფროსის მოადგილე, რომელსაც ასევე ცალკე შტაბი აქვს გახსნილი. კახეთი - გოგაშვილი-თამაზაშვილი, ასე ვთქვათ, ამ დაჯგუფებას აქვს აღებული პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც ტოტალ კონტროლის განხორციელების. შიდა ქართლი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საბანაძე, რომელსაც აქვს ეს ვალდებულებები დავალებული და ქვემო ქართლი - ეს არის ლექსო დალაქიშვილი, რომელიც არის ფინანსური პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი და ფარცხალაძის მარჯვენა ხელი,“ - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით ამ პირებს აქვთ სამი დავალება - პირველი, მოიძიონ გრიგოლ ვაშაძის და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები, მათგან აიღონ პირადობის მოწმობა და მასში გადაიხადონ 50 ლარი, „ანუ ქირაობენ პირადობის მოწმობას, რომ ეს ხალხი ვერ მივიდეს არჩევნებზე.“ გიორგი ვაშაძის მტკიცებით, ასეთი ფაქტები დაფიქსირებულია სამეგრელოში, კახეთში, იმერეთში და ქვემო ქართლში. ვაშაძის თქმით, მეორე დავალებაა საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლა, რათა მათ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს და მესამე - საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უბნების ხელმძღვანელებს აწერინებენ ახსნა-განმარტებებს, თუ რატომ დამარცხდა სალომე ზურაბიშვილი პირველ ტურში და რა შესაძლებლობები არსებობს მეორე ტურისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG