Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტებმა იური მეჩითოვის ბინის კარი ააჭრელეს


სამოქალაქო აქტივისტებმა კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ფოტოგრაფ იური მეჩითოვის საცხოვრებელი სახლის კარებზე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა გვარები და ანტისაოკუპაციო სტიკერი მიაკრეს და დატოვეს ნიჩბები იმის მისანიშნებლად,თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ისინი.

„ასეთი ადამიანები საქართველოში არ უნდა ჩერდებოდნენ“- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ანა ჭარხალაშვილმა იური მეჩითოვის საცხოვრებელ სახლთან.

9 აპრილი იყო შოუ და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა ასეთი შედეგი მიეღოთ. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ჭყლეტაში დაიღუპნენ-უთხრა ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა Al Jazeera-ს კორესპონდენტს.

XS
SM
MD
LG