რატომ შერაცხეს მოღალატედ იური მეჩითოვი?
1989 წლის 9 აპრილს ხალხი ასფიქსიის გამო დაიღუპა, - აღნიშნა ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ტელეარხ Al Jazeera-ს ეთერში ნაჩვენებ ფილმში. როგორც მოსალოდნელი იყო ამ განცხადებას მკვეთრად ნეგატიური შეფასება მოჰყვა - ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში შეაგინა კიდეც მეჩითოვს. მეორე დღეს კი აქტივისტების ჯგუფმა ფოტოგრაფის სახლთან საპროტესტო აქცია მოაწყო. ”ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტარმა ლევან კობახიძემ ლუსტრაციის კანონის მიღებაც მოითხოვა. ქართულის საზოგადოების ნაწილი ისევ მსჯელობს, აქვს თუ არა გამოხატვის თავისუფლებას საზღვარი, არსებობს თუ არა ”წმინდა თემები”, რომელთაც არავინ უნდა შეეხოს. გიორგი გვახარია ამ თემაზე ესაუბრება ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს და ხელოვნებათმცდნე სოფიო კილასონიას.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან