Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის ინფორმაციით, პირი რომელიც სალომე ზურაბიშვილის ემუქრება უკრაინაში იმყოფება


სალომე ზურაბიშვილის

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, პირი, რომელიც ზურაბიშვილს და მისი ოჯახის წევრებს დაემუქრა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა და ამჟამად უკრაინაში იბრძვის ერთ-ერთი შენაერთის შემადგენლობაში.

„ქალბატონი სალომეს განცხადების შემდეგ ჩვენმა ოპონენტებმა გაავრცელეს მთელი რიგი კომენტარები. მინდა მათ ვუთხრა, რომ ეს არის რეალობასთან შესაბამისი ფაქტი და არანაირი სიცრუე და ტყუილი. მორჩნენ სპეკულაციებს, მისცენ სამართალდამცავ ორგანოებს საშუალება ერთხელ და სამუდამოდ გამოიძიონ კონკრეტული ფაქტი” - უთხრა ჟურნალისტებს გაბუნიამ. ადვოკატის განცხადებით, ნანახი აქვს შესაბამისი „სქრინშოტები“ და აუდიოჩანაწერიც და არსებობს კონკრეტული პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG