Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიცია ცესკოს თაღლითობაში ადანაშაულებს


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ თაღლითობად შეაფასა ცესკოში 13 საათზე დანიშნული სხდომის გადადება.

„სამარცხვინოა, ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩვეულებრივ თაღლითურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. მთავარი თაღლითი არის თამარ ჟვანია, რომელიც ასრულებს ყველა დავალებას, რასაც "ქართული ოცნების" შტაბიდან იღებს. ეს მათ ვერ უშველით. მით უმეტეს, დღეს გამოქვეყნდა "ედისონ რისერჩის" კვლევები, სადაც 12%-ით იგებს გრიგოლ ვაშაძე“ - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, თაღლითური სქემებით ოპოზიციას გამარჯვებას ვერ წაართმევენ.

ცესკოში 13 საათზე დანიშნული სხდომა 19 საათამდე გადაიდო. ცესკომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები უნდა შეაჯამოს და მიიღოს განკარგულება არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG