Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს. ზურაბიშვილის თქმით, ახალი ელჩი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და მანამდე ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა მხოლოდ მთავრობასთან.

„პირველი მე შემხვდა, რომ ესაუბრა საარჩევნო გარემოზე. რამდენადაც ვიცი, ჩემ კონკურენტს უნდა შეხვდეს დღის მეორე ნახევარში“ - უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ელჩს აუხსნა „რა მდგომარეობაში დაიწყო საარჩევნო კამპანია,“ რომ მისი მოწოდება იყო ევროპული და დასავლური ტიპის საარჩევნო კამპანიისკენ და „როგორ გარდაიქმნა ეს კამპანია ბევრად უფრო ნეოსაბჭოთა კამპანიად,“ ვიდრე ისურვებდა.

„ამის შესახებ ძალიან ბევრი დეტალები გავაცნე მას. თუნდაც ის ბოლოდროინდელი მუქარები, რომელიც სხვათა შორის, ასევე ეხება ჩემ ქალიშვილს, რომელიც არის ამერიკის მოქალაქე“ - განაცხადა "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბევრი ისაუბრეს, თუ რა იქნებოდა მისი პოზიციონირება როგორც პრეზიდენტის, რა პრიოროტეტები აქვს და რამდენად რთული იყო ამ თემების გაცნობა მოსახლეობისთვის, გამომდინარე კამპანიისთვის ხელისშემშლელი ფაქტორებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG