Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი: თალიბანი არ მარცხდება ავღანეთში


აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი ჯოზეფ დანფორდი ამბობს, რომ თალიბანი არ მარცხდება და ავღანეთში ომის დასასრულებლად "სამხედრო გადაწყვეტა" არ არსებობს. დანფორდის განცხადებების ფონია აშშ-ის და ავღანეთის წარმომადგენლების მცდელობა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკება თალიბანთან, რომელიც ამჟამად აკონტროლებს ყველაზე დიდ ტერიტორიას მას შემდეგ, რაც ავღანეთში 2001 წელს აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელდა შეჭრა. "ისინი ახლა არ მარცხდებიან. ვფიქრობ, შეგვიძლია ამის თქმა" - განაცხადა დანფორდმა თალიბანის შესახებ დისკუსიაზე, რომელიც კანადაში, ჰალიფაქსში გაიმართა უსაფრთხოების საკითხებზე 17 ნოემბერს. დანფორდის თქმით, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები მუშაობენ სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მობილიზაციაზე საიმისოდ, რომ თალიბანი დაარწმუნონ ომის დასასრულებლად მოლაპარაკებაში ჩაერთოს.

XS
SM
MD
LG