Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა იწყებს გამოკითხვებს საარჩევნოდ ყალბი მოწმობების შესაძლო დაბეჭდვის საქმეზე


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს. საქმე ეხება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის პირადობის ყალბი მოწმობების სავარაუდო დაბეჭდვას. 12 საათზე გამოკითხვაზე დაბარებულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, 12:30 საათზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი, 16 საათზე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე და 17 საათზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე.

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 20 ნოემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლისგან მიღებული ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების გასაყალბებლად იბეჭდება პირადობის ყალბი მოწმობები. ამ ინფორმაციას აბსურდი და ცილისწამება უწოდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG