Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატმოსფეროში სათბურის გაზების დონემ 2017 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია


ატმოსფეროში სათბურის გაზების დონემ 2017 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამის შესახებ ნათქვამია გაეროსთან არსებული მოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი პეტტერი ტაალასი მიიჩნევს, რომ სათბურის გაზების შესამცირებლად საჭირო რადიკალური ზომების არარსებობის გამო დედამიწას აუცილებლად ელის დამანგრეველი შედეგები. ადრე გაეროს ექსპერტებმა განაცხადეს ამ გაზების თაობაზე. მათი აზრით, თუკი უახლოესი 12 წლის განმავლობაში კაცობრიობა არ შეანელებს პლანეტის ტემპერატურის მატებას, სულ უფრო ხშირად მოხდება გვალვა და წყალდიდობები, რაც საფრთხეს შეუქმნის ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG