Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუტა რობაქიძის მკვლელობის წლისთავზე მემორიალი გაიხსნება


ია მეტრეველი, მოძრაობის "არა ნაციზმს" დამფუძნებელი.
ია მეტრეველი, მოძრაობის "არა ნაციზმს" დამფუძნებელი.

23 ნოემბერს მოძრაობა „არა ნაციზმს“ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას, დიდუბის ეკლესიასთან მემორიალს გახსნის.

„მემორიალი წინა ხელისუფლების დროს დახვრეტილი ბიჭების მოსახსენიებელი იქნება, რადგან საზოგადოების ყველა წევრს კარგად ახსოვდეს, ცხრაწლიანი რეჟიმის დროს მომხდარი სისხლიანი დანაშაულებები“, - განუცხადეს მოძრაობის დამფუძნებლებმა „პირველ არხს“.

მემორიალის გახსნა ემთხვევა 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობის მორიგ წლისთავს. ბუტა რობაქიძე, რომელიც მასთან ერთად მყოფ პირებთან ერთად პოლიციამ 2004 წლის 23 ნოემბერს დააკავა, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალი აქვს წაყენებული პოლიციის რამდენიმე თანამშრომელს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს ზაზა ბაქრაძეს (საქართველოს სს კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას). მემორიალი 23 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიხსნება.

XS
SM
MD
LG