Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში „ჰოლოდომორის“ 85-ე წლისთავს აღნიშნავენ


„ჰოლოდომორის“ მემორიალი
„ჰოლოდომორის“ მემორიალი

უკრაინაში აღინიშნება „ჰოლოდომორის“, შიმშილით მასობრივი სიკვდილის 85-ე წლისთავი. 1933 წელს საბჭოთა სტალინური მთავრობის პოლიტიკას უკრაინაში მოჰყვა მილიონობით ადამიანის შიმშილით დახოცვა. წლისთავამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა “ადამიანის მიერ გამოწვეულ შიმშილობა“ შეაფასა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე "ბოროტ" აქტად. სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიმდინარე აგრესიას აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 2014 წლის აპრილის შემდეგ ათი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა უკრაინის სამთავრობო არმიასა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის ბრძოლის შედეგად. „ჰოლოდომორი“ უკრაინაში მოხდა 1932-33 წლებში, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინელ გლეხებს კოლმეურნეობებში გაერთიანება აიძულა და პროდუქტი ჩამოართვა. სხვადასხვა ვარაუდით, დახოცილთა რიცხვი 3-დან 7 მილიონამდე იყო. უკრაინა „ჰოლოდომორის“ წლისთავს ყოველ წელს, ნოემბრის მეოთხე შაბათს აღნიშნავს. უკრაინა „ჰოლოდომორს“ გენოციდად თვლის. რუსეთი უარყოფს, რომ შიმშილობა ხელოვნურად შეიქმნა, მოსკოვის აზრით, მისი გამომწვევი მიზეზი მოუსავლიანობა იყო, რაც საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებსაც შეეხო.

უკრაინის ჰოლოდომორის საიდუმლოდ გადაღებული ფოტოები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:59 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG