Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის არმიის მეთაური რუსეთს უფრო დიდ საფრთხედ მიიჩნევს, ვიდრე „ისლამურ სახელმწიფოს“


რუსეთი „ბევრად უფრო დიდ საფრთხეს“ წარმოადგენს ბრიტანეთისთვის, ვიდრე ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფო“, განაცხადა ბრიტანეთის არმიის ახალმა მეთაურმა. დეილი ტელეგრაფისთვის მიცემულ ინტერვიუში გენერალმა, მარკ კარლტონ-სმიტმა განაცხადა, რომ ბრიტანეთსა და მის მოკავშირეებს „არ შეუძლია მშვიდად იყვნენ იმ საფრთხის გამო, რომელსაც რუსეთი უქმნით მათ“. ბრიტანელი გენერლის განცხადების ფონია რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა უკრაინაში მოსკოვის აგრესიის, აშშ-ის და ევროპის ქვეყნებში არჩევნებში ჩარევის, საერთაშორისო მასობრივი კიბერ შეტევების, ასევე ბრიტანეთში ორმაგი ჯაშუშის და მისი შვილის მოწამვლის გამო. ბრიტანელი გენერლის თანახმად, მოსკოვი სისტემატიურად ცდილობს, შეისწავლოს დასავლეთის სუსტი წერტილები და გამოიყენოს ისინი განსაკუთრებით, მისთვის არატრადიციულ სფეროებში როგორებიცაა კიბერ, კოსმოსური და წყალქვეშა ბრძოლა, განაცხადა კარლტონ-სმიტმა ბრიტანეთის გენერალური შტაბის მეთაურად ივნისში დანიშვნის შემდეგ პირველ ინტერვიუში. ბრიტანეთის ადრინდელ ბრალდებებს, რომ რუსეთი მოქმედებს როგორც „პარია სახელმწიფო“, მოსკოვმა უწოდა „ფარტაზია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG