Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონმა ავღანეთში მოკლული ჯარისკაცის ვინაობა გამოაცხადა


24 ნოემბერს ავღანეთში მოკლული ამერიკელი სამხედრო ლეანდრო ჯასოა, რეინჯერი, სერჟანტი, იტყობინება პენტაგონი. ცნობით, ჯასო მძიმედ დაიჭრა "მტრის ძალებთან“ შეტაკების დროს ნიმრუზის პროვინციაში. 25 წლის რეინჯერი ხაშ როდის რაიონში დაჭრეს. ის მეზობელ ჰელმანდში გადაიყვანეს, აშშ-ის მცირე ზომის ბაზაზე, სადაც გარადაიცვალა. ავღანეთში ამ ეტაპზე 14 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფება. ნატომ და აშშ-მა ავღანეთში სამხედრო მისია ოფიციალურად დაასრულეს 2014 წელს. დარჩენილი დასავლელი სამხედროები წვრთნიან და რჩევას აძლევენ ავღანეთის უშიშროების ძალებს, რომლებსაც ბრძოლა უწევთ თალიბანთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG