Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია ენგურთან დაასრულა


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია დაასრულა ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მდებარე მდინარე ენგურთან, „ენგურჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ზურაბიშვილის განცხადებით, სწორედ აქ გადის საოკუპაციო ხაზი, ხოლო მისგან მოშორებით - მდინარე ფსოუზე საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რომელიც ყოველთვის იქნება საქართველოს საზღვარი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ადგილს, სადაც "ენგურჰესი" მდებარეობს, აქვს დიდი სიმბოლური დატვირთვაც, რადგან იმის მაგალითია, რომ ქართველებს და აფხაზებს შეუძლიათ ერთობლივად მუშაობა. „ეს არის ჩემი კამპანიის დასრულება ამ იმედიანი სიტყვებით - ჩვენი მომავალიც აქაა“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

XS
SM
MD
LG