Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 9 ათასზე მეტით გაიზარდა


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია 3 528 658 ამომრჩეველი. პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს ჩატარდა, ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 3 518 877. ერთ თვეში ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია 9781-ით. „საუბარია იმ ამომრჩევლებზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის, გაიაქტიურეს, ან აიღეს ახალი დოკუმენტები. გარდა ამისა, აქ შედიან ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის, ან ხვალ, 28 ნოემბერს გახდებიან 18 წლის" - განმარტა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.

XS
SM
MD
LG