შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მარნეულში, ისევე როგორც სხვა რაიონებში ხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება შესაბამისი აღჭურვილობით“.
„რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების მობილიზებაზე. აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს. კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა არჩევნების მიმდინარეობის დროს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს - საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მარნეულში, ისევე როგორც სხვა რაიონებში ხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება შესაბამისი აღჭურვილობით. ამ ეტაპზე არ არსებობს ამის კონკრეტული მიზეზი. საჭიროების შემთხვევაში იქნება სხვაგან გადაადგილებაც“ - განაცხადა თბილისში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ.
მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ მარნეულში, პოლიციის სამმართველოსთან სამართალდამცავთა მობილიზებაა. ადგილზე მიიყვანეს სპეციალური დანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკაც, მათ შორის, ორი ე.წ. კობრა..