Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს ხმის უფლება შეუზღუდეს


დათა ვანიშვილი
დათა ვანიშვილი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს აუკრძალეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად დანარჩენი საქართველოს ტრიტორიაზე გადასვლა. დათა ვანიშვილთან, რომელმაც მავთულხლართებზე გადასვლის მცდელობისას ხელი კვლავ დაიზიანა, ორი ნიღბიანი პირი მივიდა და გააფრთხილა, რომ ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 800 ლარით დააჯარიმებდნენ. ხურვალეთელმა დათა ვანიშვილმა მავთულხლართებზე გადასვლისას ხელი დაიზიანა არჩევნების პირველი ტურის დღეს, 28 ოქტომბერსაც, თუმცა მაშინ ხმის მიცემა შეძლო.

XS
SM
MD
LG