ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის 21-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა კაბინიდან გამოიტანა უკვე შემოხაზული, დაუკეცავი ბიულეტენი, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრს, სალვან მამედოვს უჩვენა და შემდეგ მოათავსა კონვერტში. მამედოვმა ბიულეტენის ნახვის შემდეგ სპეციალურ ფურცელზე აღნიშვნა გააკეთა, რის შემდეგაც ამომრჩეველმა ბიულეტენი საარჩევნო ყუთში ჩააგდო. მან ხმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს მისცა. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ „ამომრჩეველი ფსიქიურად არ იყო კარგად და უბრალოდ, არ იცოდა რა გაეკეთებინა კაბინიდან გამოსვლის შემდეგ“.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1