Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: გრძელდება მზადება ბუენოს-აირესში პუტინისა და ტრამპის შეხვედრისათვის


კრემლი აცხადებს, რომ გრძელდება მზადება რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისათვის, რომელიც, გეგმით, უნდა გაიმართოს ბუენოს-აირესში „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით, მოსკოვს არ მიუღია განსხვავებული ინფორმაცია ამერიკული მხარისაგან.

წინა დღეს ტრამპმა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში თქვა, რომ შესაძლოა გაუქმდეს დაგეგმილი შეხვედრა პუტინთან.

ტრამპის თქმით, მას არ მოსწონს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის აქტი. ის თანაშემწეებისაგან ჯერ კიდევ მოელის სრულ ანგარიშს ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს სამი უკრაინული სამხედრო ხომალდი და მათზე მყოფი 24 მეზღვაური. 15 მეზღვაური, რომელთაგან სამი დაკავების დროს დაიჭრა, დაპატიმრებულია რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით.

არგენტინა 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე უმასპინძლებს „დიდი ოცეულის“ სამიტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG