Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა გაეროში წარმოადგინა სამშვიდობო მოლაპარაკების საგზაო რუკა


ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი ამბობს, რომ მისმა მთავრობამ შექმნა 12 პირისგან შემდგარი გუნდი, რომელიც შეეცდება თალიბანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ამ მოლაპარაკებისთვის ღანიმ ამავდროულად "საგზაო რუკა" წარმოადგინა. "ჩვენი სურვილია ისეთი სამშვიდობო მოლაპარაკების მიღწევა, რომელშიც თალიბანი ჩართული იქნება, დემოკრატიულ და ინკლუზიურ საზოგადოებაში" - უთხრა ღანიმ 28 ნოემბერს ჟენევაში გამართულ გაეროს საერთაშორისო კონფერენციას ავღანეთის საკითხზე. მიმდინარე თვეში ავღანეთის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა, ზალმაი ხალილზადმა გამართა მოლაპარაკება თალიბანთან ყატარში, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოუმატა ძალისხმევას ავღანეთში 17 წელიწადზე მეტხანს მიმდინარე კონფლიქტის გადასაჭრელად. თალიბანი დიდი ხანია უარყოფს აშშ-ის მოთხოვნას პირდაპირი მოლაპარაკება გამართოს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ავღანეთის მთავრობასთან, რომელსაც უჭირს თავი გაართვას თალიბანის თავდასხმებს მას შემდეგ, რაც 2014 წელს ქვეყნიდან გავიდა ნატოს საბრძოლო დანაყოფების დიდი ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG