Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი 59,52%-ით იმარჯვებს


ცესკომ გამოაქვეყნა ყველა, 3703-ივე საარჩევნო უბნიდან მიღებული შედეგები. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ხმების 59,52% და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა გრიგოლ ვაშაძემ 40,48%.

მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, საქართველოში ზურაბიშვილმა ვაშაძე დაამარცხა ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა რუსთავის და თელავისა. საქართველოში სულ 73 საარჩევნო ოლქია. საზღვარგარეთ გახსნილი 55 უბნის შედეგებით, 6135 ხმა (64.24%) მიიღო გრიგოლ ვაშაძემ და 3415 ხმა (35.76%) სალომე ზურაბიშვილმა.

XS
SM
MD
LG