Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავ ზღვაში რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების ნაწილი მოსკოვის საპატიმროში გადაიყვანეს


რუსეთის მიერ შავ ზღვაში გემების დაკავებისას დაპატიმრებული უკრაინელი მეზღვაურების ნაწილი მოსკოვში გადაიყვანეს. არ არის ცნობილი, დაკავებული 24 ჯარისკაციდან რამდენი გადაიყვანეს ლეფერტოვოს ციხეში. ადვოკატ ჯემალ ტემიშევმა ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომ მას "კოლეგებმა" ამცნეს ლეფერტოვოში უკრაინელი მეზღვაურების მიყვანის შესახებ. არ არის ცნობილი, რა ბედი ეწიათ დაჭრილ მეზღვაურებს. 25 ნოემბერს რუსეთის მესაზღვრეებმა უკრაინის სამხედრო საზღვაო ფლოტს სამი გემი დააკავეს. დააპატიმრეს ეკიპაჟის წევრები, სულ 24 პირი, რომლებსაც ყირიმის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. უკრაინელ სამხედროებს რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ. კიევი რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს აგრესიულ ქმედებაში. უკრაინაში პრეზიდენტის ბრძანებულებით რამდენიმე რეგიონში სამხედრო მდგომარებაა შემოღებული.

XS
SM
MD
LG