გაერთიანებული ოპოზიციის შეკრება ფილარმონიაში
გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს ფილარმონიის სავსე დარბაზში შეხვდა. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ არ აღიარებენ 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს და მოითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ვაშაძის ამ განცხადებას 29 ნოემბერს ფილარმონიაში შეკრებილებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს სკაიპის მეშვეობით, სცენაზე განთავსებული მონიტორიდან მიმართა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მის გამოსვლას დარბაზში ოვაციები და „ჩამოდი, ჩამოდის“ შეძახილი მოჰყვა. გაერთიანებული ოპოზიცია მოთხოვნების შესრულებას, კვირას რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციაზე მოითხოვს.
ეპიზოდები
-
მაისი 19, 2024
ამერიკელი მასწავლებელი დიღმის იზოლატორიდან
-
მაისი 18, 2024
როგორ აღინიშნა "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
მაისი 16, 2024
აქციაზე დაკავებული ვაჟა მარი: პოლიცია ამბობდა, "დავიღალეთო"